(რეზონანსი) მამაკაცი, რომელმაც თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე, მეუღლე მოკლა და თავად სანადირო თოფით მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, სანდრო გირგვლიანის დეიდაშვილია.
ინფორმაცია ამის შესახებ პრაიმტაიმი ავრცელებს.
სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა, ახლა დაკეტილია და ბინაში არავინ ცხოვრობს.
"ახლობლებმა ვიცით, რომ ნონას მეუღლე, რეზო კეკელიძე, სანდრო გირგვლიანის დეიდაშვილია. ადრე თავად სანდრო, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი აქ არ მინახავს, მაგრამ ხშირად ახსენებდნენ. ყველას გული გვტკივა, ამ ტრაგედიის გამო. გული მტკივა, რომ მთელი სანათესაოს ისტორია ასე ტრაგიკულად დასრულდა"- განაცხადა ოჯახის ახლობლებმა.