(რეზონანსი) საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის დედამ ხათუნა ოქროპირიძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს.
"ილია ჯიშკარიანი არ აღიარებს ბრალს და ჰყვება, რომ თამთა დაწინაურებას ითხოვდაო. როგორ უნდა მოეთხოვა ბავშვს დაწინაურებ, როცა დეპუტატი ის იყო და დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?! სად უნდა დაწინაურებულიყო, ვერ გავიგე", - განაცხადა საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის დედამ.
შეგახსენებთ, ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის გამოკითხვა დასრულდა.
თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით, ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.