რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, თამთა თოდაძის მიმართ მომხდარ ძალადობის ფაქტს ეხმიანება.

როგორც გრიგოლია წერს, ყველა, ვინც სავარაუდო მოძალადეს, დეპუტატ ილია ჯიშკარიანს უჭერს მხარს და მსხვერპლს აბულინგებს, სამარცხვინოები არიან.

"ვინც ამ გოგოს აბულინგებთ, რომელმაც გაუპატიურების მცდელობაზე და ძალადობაზე გაბედა და ხმა ამოიღო და ვინც მოძალადე დეპუტატის გაპრავებას ცდილობთ, ხართ სამარცხვინოები, განსაკუთრებით ქალები. ვერასოდეს გისურვებთ, იგივე გადაიტანოთ და თავად აღმოჩნდეთ ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ გისურვებთ ტვინებში რევოლუციას, რომ მიხვდეთ, რა ცუდ საქმეში იღებთ მონაწილეობას. სირცხვილია.

თქვენ არ იცით, რა რთულია გაბედო და ხმამაღლა თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ და მერე კიდევ უფრო რამდენად მძიმეა, იარო და ამტკიცო, რომ არ იტყუები. ესაა უმძიმესი გზა" - წერს ინგა გრიგოლია.

„ქართული ოცნების" დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ თოდაძე ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს.

თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით, ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×