რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) უცხოეთიდან ცოტა ხნის დაბრუნებული 35 წლის გოჩა ვეფხვაძე ცივი იარაღით, დაახლოებით 1 საათის წინ დაჭრეს და საცხოვრებელ სახლთან მიიყვანეს.

ამის შესახებ მისი ნათესავი „პრაიმტაიმთან" საუბრობს: გოჩა დაჭრილი მოიყვანეს და კორპუსთან დააგდეს, ეს ყველამ დაინახა - აცხადებს მისი დეიდაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ახალგზარდა მამაკაცი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით დაჭრეს და ვერცხლისფერი ლექცუსიდან შარტავას ქუჩაზე ჩამოაგდეს.

დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორია მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია სხვა დამატებითი დეტალები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×