რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილს 100 000 ხელმოწერა სჭირდება.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად დასჯის ყველას, ვისაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილში წვლილი მიუძღვის.

"დღევანდელ ხელისუფლებას მარტო თავიანთი შვილების და ოჯახების ინტერესი აქვთ. დანარჩენი ქვეყანა ფეხებზე დაიკიდეს და 100%-ით ნავსი აქვთ არეული, ვინ, სად და როგორ იქცევა, თვითონაც აზრზე არ არიან. მე თემირლანს კაციშვილი არ დამიბრუნებს, მაგრამ ყველა იმ ადამიანს დავსჯი, ეს დღეს იქნება თუ ხვალ, ყველას დავსჯი,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×