რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) ჩემი შვილი ფსიქიკურად აშლილი შემოვიდა, მარცხენა ხელი დასისხლიანებილი ჰქონდა. ჯერ გათხოვილიც არ არის და რატომ უნდა მიაყენოს მამის ტოლმა შეურაცხყოფა?! , - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის დედამ, ხათუნა ოქროპირიძემ პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

"სახლში ვიყავი. ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ბავშვი შემოვიდა ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში. არაადეკვატური იყო. გამხმარი სისხლი ჰქონდა ბავშვს მარცხენა ხელზე. რომ შემოვიდა, მითხრა გადამიღეო და ჩემი ტელეფონით ვერ გადავიღე, ისეთი ტელეფონი არ მაქვს. მერე თვითონ ბავშვმა აიღო ჩემი ტელეფონი და გამოვიძახე პატრული. არ ვიცი 3 წუთი გავიდა თუ 5. მოკლე შუალედში მოვიდა. ჩემი ტელეფონიდან არის განხორხიელებული ზარი. გამოძიებამ ამოიღო ეს განხორციელებული ზარი ნივთმტკიცებად. მითხრა, ჩემმა დეპუტატმა სექსუალურად იძალადაო.

მერე მე ვუთხარი, ამას კამერით ვიღებ-თქო. წამიგდო წიქლქვეშ და წიხლით მცემაო. ითხოვდა შემთხვევის ადგილზე წავიდეთ და ვნახოთ რა მოხდაო, მაგრამ არავინ გაინძრა. ნივთმტკიცებების ამოღება მოხდა ღამის 2-დან 3 საათის შუალედში. ყველაფერი დასუფთავებული იყო. ტელეფონი ნაგვის ურნაშიც კი ვერ ვნახეთ. ნამტვრევიც კი ვერ ვნახეთ. ჩემი შვილი ჯერ გათხოვილიც არ არის და რატომ უნდა მიაყენოს მამის ტოლმა შეურაცხყოფა?!", - განაცხადა ხათუნა ოქროპირიძემ.

ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში თამთა თოდაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×