რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ხვალ ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე სოფელ წნელისთან საგუშაგოს აღებას მოითხოვს.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, „დისკუსია ძალიან არასტაბილურ დროს გაიმართება, როდესაც ქართული მხარე სახელმწიფო საზღვრის ერთ მონაკვეთზე, სოფელს წნელისთან, სიტუაციას ძაბავს".

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან იქნება ნაპოვნი ლოგიკური და დიპლომატიური გამოსავალი", - აცხადებენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წევრები.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდი 8-9 ოქტომბერსა არის დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×