რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის" გადაცემა „პოსტ ფაქტუმის" წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 10 ოქტომბერს მივა.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, გაბუნია უწყებაში 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია", - აცხადებენ პროკურატურაში „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×