რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) მე მხვდა წილად, განსაკუთრებით ბოლო წლებში მემეგობრა მასთან და თურმე არც ვიცნობდი წესიერად, - იხსენებს გია ყანჩელს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე.

ის ჰყვება, რომ კომპოზიტორი ზრდილი და მშვიდი ადამიანი იყო, თანაც ისეთი, რომ მასზე რობერტ სტურუაც ვერ ბრაზდებოდა.

„ადამიანი ვისზეც ხმას ვერ აიმაღლებდი. რობიკო სტურუას შეეძლო ყველასთვის ეყვირა მაგის გარდა. ზრდილი კაცი იყო მიუხედავად ასეთი ნიჭისა", - აღნიშნა მსახიობმა.

გია ყანჩელი გუშინ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×