რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის პოზიციას არ ეთანხმება.

„ეს მისი უფლება არაა, ეს მისი ვალდებულებაა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კითხვებს არ უსვამენ, მას კითხვებს უსვამენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე", - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა შაბათის "ქრონიკაში" ისაუბრა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 ოქტომბერს კიდევ ერთხელ თქვა, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით განმარტებებს არ გააკეთებს. „ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის შეწყალებულთა სიაში არიან, როგორც მკვლელობისთვის, ქურდობითვის, ასევე არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×