რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში „გირჩის" მიერ დაარსებული „შმaxi"-ზე პოსტს აქვეყნებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მან უკვე იმგზავრა მარჯვენა საჭიანი „შმaxi" -ით.

„ახლა ვიმგზავრე მარჯვენა საჭიანი „შმაქსით". დავრწმუნდი, რომ ჩვენი მძღოლები ბევრად უფრო განათლებულები და კრეატიულები არიან, ვიდრე პოლიტიკოსები. ასე რომ, კალაძე ჩემს თვალში გაიშმაქსა"- წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციამ გუშინ ე.წ. „შმაქსისტები" დააჯარიმა. ერთს 100 ლარიანი, ხოლო ორს 200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

„გირჩის" მიერ დაარსებული „შმaxi", საგანმანათლებლო კამპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. ამ ფორმით პოლიტიკური მოძრაობა ტაქსების ახალ რეგულაციას აპროტესტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×