რეზონანსი
06.10.2019

 ესპანეთში ნარკომოვაჭრეებმა ნავიდან გადავარდნილი პოლიციელები ზღვიდან ამოიყვანეს.

შემთხვევა ქალაქ მალაგის სანაპიროსთან მოხდა. სამართალდამცველები ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვიმტანილების კატერს დაედევნენ. შედეგად დიდი სიჩქარით მოძრავი ნავები ერთმანეთს შეეჯახა და 3 პოლიციელი ბორტს მიღმა აღმოჩნდა.

ოეპრაციაში მონაწილე პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟმა მიიჩნია, რომ მათი თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ეჭვმიტანილებს სამართალდამცველების დახმარება სთხოვა. ამის მიუხედავად გადარჩენილებმა მხსნელები დააკავეს, მათ ნავში კი 1 ტონა ჰაშიში აღმოაჩინეს.

ინფორმაცია უცხოურმა გამოცემა "გარდიანმა" გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×