რეზონანსი
06.10.2019

 ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადში და-ძმის შესაძლო გატაცებაზე გავრცებულ ინფორმაციას ოჯახი უარყოფს. ბებია ამბობს, რომ მისი მე-6 და მე-7 კლასელი შვილიშვილები სკოლაში მიდიოდნენ,  რა დროსაც მათ შორეულმა ნათესავმა მანქანა გაუჩერა და სკოლაში მიყვანა შესთავაზა. მძღოლმა ავტომობილი სოფლის ცენტრში მაღაზიასთან შეაჩერა, ამ დროს ბავშვები მანქანიდან გადმოხტნენ და სახლში სხვა გზით დაბრუნდნენ.

ქალის თქმით, ბავშვებმა შორეული ნათესავი ვერ იცნეს და ამიტომ მოხდა ინციდენტი. მისივე განმარტებით, პოლიციაში ბაბუამ დარეკა, რადგან სკოლიდან აცნობეს, რომ ბავშვები არ გამოცხადნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შეტყობინების საფუძველზე საკითხი შეისწავლეს, თუმცა ეს ფაქტი არ დადასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×