რეზონანსი
06.10.2019

 მოსკოვში, სმოლენსკის მოედანზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლს 10 სახანძრო აქრობდა. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სარდაფში გაჩნდა და სავარაუდოდ, სამი ადამიანი დაშავდა.

შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მეხანძრეები სადარბაზოში დაკვამლიანების მიზეზით გამოიძახეს. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაადასტურეს, რომ მიიღეს შეტყობინება სმოლენსკის მოედანზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში აალების შესახებ. რის შემდეგაც ადგილზე შესაბამისი ჯგუფები გავიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×