რეზონანსი
05.10.2019

​(რეზონანსი) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში 17 წლის მოზარდმა სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები „რეგიონულ კვირასთან” ჰყვებიან, მოზარდი ჩამომხრჩვალი სარდაფში საკუთარმა დამ იპოვა. შემთხვევა, როგორც ირკვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

"იმ საღამოს მჯდარა კომპიუტერთან, მერე ამდგარა და გამოსულა გარეთ. მას მერე აღარ შესულა სახლში. ოჯახში უფიქრიათ სად წავიდაო, ბებია და და გამოსულან და დაუძახიათ. დას დაუნახია იქ ჩამოკიდებული და აუტეხავს კივილი . ყველანაირად მოწესრიგებული და ძალიან ზრდილობიანი ბავშვი იყო. მიზეზი გაურკვეველია. ბევრ რამეს ამბობენ. პოლიცია დადის მთელი დღეა და ალბათ წაიღეს მისი კომპიუტერი”,- აღნიშნავს ივანაშვილების ოჯახის მეზობელი, ლუიზა სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×