რეზონანსი
05.10.2019

(რეზონანსი) ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. შეკრებილებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილობრივები მძიმე წონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილებას და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობა აპროტესტებენ.

"აქ შეკრებილები ვაპროტესტებთ ცემენტის ქარხნის მუშაობას, საიდანაც მტვერი იფრქვევა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ასევე მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილებას, რომლებიც მავნე ნივთიერების ტრანსპორტირებას ახორციელებენ. არ გვინდა, რომ ამ მანქანებმა ჩვენს ქუჩაზე იმოძრაონ. უკვე მერამდენედ ვიკრიბებით, მაგრამ ამ დრომდე აღნიშნული საკითხი არ მოგვარდა. გამონახონ ამ მანქანების სამოძრაოდ სხვა ალტერნატიული გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გავმართავთ“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვითარებაში გარკვევას ჰპირდებიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×