რეზონანსი
05.10.2019

(რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ, შამგონას საჯარო სკოლაში უკვე 49 წელია სპორტს 79 წლის უხუცესი კაკო ღურწკაია ასწავლის.

კაკო ღურწკაია იმ 61 პედაგოგს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ზუგდიდის მერიამ მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფულადი ჯილდო გადასცა

პედაგოგი ამბობს, რომ მისთვის მთავარი ჯილდო ბავშვების სიყვარულია, რომელმაც მისივე თქმით ამ დრომდე მოიყვანა.

ჩემი დიდი ჯილდო მოსწავლეების სიყვარულია. ღმერთმა ისე ქნა, რომ ბავშვების სიყვარულმა ძალ-ღონე მომცა და გონება გამინათა.დღეს აუდიტორიაში არ იყო ჩემი ხნის პედაგოგი,ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვების აურა გადმომედო, ისე დამმუხტა, რომ მე გავუძელი ყველა გამოწვევას“, - ამბობს უხუცესი პედაგოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×