რეზონანსი
05.10.2019

(რეზონანსი) ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ერაყში 100-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 3 000-ს აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაღდადში დიდი მოედნების ჩაკეტვის მიუხედავად, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მაინც გრძელდება. აქციები ქვეყნის სხვა ქალაებშიც მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციები ერაყში 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებს. 3 ოქტომბერს ბაღდადში ამოქმედდა კომენდანტის საათი.  მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიის 75%-ს ინტერნეტი გაუთიშა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×