რეზონანსი
05.10.2019

(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ყველა შესაბამისი ექსპერტიზა დანიშნულია. უწყების ინფორმაციით საკრებულოს დეპუტატი და მისი თანაშემწე გამოიკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს,  138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×