რეზონანსი
05.10.2019

(რეზონანსი) "სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატზე, ილია ჯიშკარიანზე წერს, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

"ხაჭაპურზე რომ გაიშალეს თმები წულუკიანმა და სალომე ზურაბიშვილმა - საკრებულოს წევრის მიერ შესაძლო ძალადობაზე წყალი რატო ჩაიგუბეს პირში? იმ ძალადობაზე რაც ვნახე იმის მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საკრებულოში მუშაობის 4 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ვიგინდარა, მედროვე, უპრინციპო და უპასუხუმგებლო დეპუტატი ვინც ვნახე იყო სწორედ ვაჟბატონი ილია ჯიშკარიანი. სხდომა არ იყოს რომ გათხლეშილი მთვრალი არ ყოფილიყო და ყოველ სხდომაზე ხან ყვიროდა, ხან უსტვენდა, ხან ბოთლებს ისროდა და რას არ სჩადიოდა. ჯერ ალასანიას პარტიაში იყო, მეორე ჯერზე უკვე ალალი ოცნებიდან დაასახელეს. ჰოდა ასახელა კიდეც დედაპარტია" - წერს ელისაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×