რეზონანსი
05.10.2019

  თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეხანძრე-მაშველები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, პრევენციის მიზნით, ძველი თბილისის ტერიტორიაზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

დამატებულია სამაშველო ჯგუფები მტკვარზე - სამი სწრაფმავალი კატერი თბილისობის ღონისძიებების პერიმეტრზე შეუჩერებლად მოახდენს პატრულირებას. ასევე, დამატებით მობილიზებულია სკუტერი.

„მეხანძრე-მაშველები თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სასიამოვნო უქმეებს უსურვებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

  წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×