რეზონანსი
05.10.2019

  რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალია ცნობილი.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის პაპუნა ბახტაძის თქმით, მცირეწლოვანი სავადმყოფოში დაახლოებით სამი საათის წინ მიიყვანეს, მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და თბილისში სპეციალიზირებულ ბავშვთა კლინიკაში გადაყვანისთვის ამზადებენ.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ბავშვი კორპუსის მეორე სართულიდან გადავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმე არ არის, თუმცა ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×