თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების„ დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა, რომელსაც თანამშრომელი ქალი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, თქვა, რომ კომენტარს არ აკეთებს, რადგან „შეუძლოდაა".
„ნიუ ჰოსპიტალში ვარ და ვერაფერს ვერ გეტყვით",- ამბობს დეპუტატი, ხოლო TV პირველთან საუბარში.
კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გოგოს ბრალდებას, რომ ის მას ფიზიკურად გაუსწორდა, ილია ჯიშკარიანმა არ უპასუხა და სატელეფონო კავშირი გათიშა.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების" დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
წყარო: პრაიმტაიმი