რეზონანსი
05.10.2019

  პოლიციამ ბათუმში მომხდარი ქურდობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ძ., ქურდობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ანგისისა და ინასარიძის ქუჩებზე მდებარე 2 საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, საიდანაც 3 ნოუთბუქი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×