რეზონანსი
05.10.2019

 

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმე არა სამართლებრივ არამედ, კერძო სამარლებრივ დავასთან გვქონდეს.

"ნიკა გვარამიას წარგდგენილ ბრალთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რადგან გვარამიამ თავად მოგვაწოდა მასალები და დიდიხანია დაწყებული გვაქვს საქმის შესწავლა და ალბათ, მალე სახალხო დამცველს ექნება პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვხედავთ პრობლემას, რომ ის საკითხები რასაც პროკურატურა ედავება გვარამიას არა სამართლის ნაწილს სფეროს შემადგენელი არამედ, ესეთი საკიტხები უნდა რეგულირდებოდეს კერძო სამართლით. სხვადასხვა დამოუკიდებელი ტელევიზიის მფლობელები თუ ჟურნალისტები არიან დაბარებულები პროკურატურაში და ზოგიერთი მათგანის მიმართ არის ბრალი წარდგენილი და ეს ქმნის ძალიან ნეგატიურ სურათს" - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×