სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მელაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, აღნიშნული პროცესი ერთი დიდი მასკარადია, რომელიც მიზნად ისახავს ქვაყანაში კრიტიკულ მედიასთან ბრძოლას.
"წინასწარ არ ვიცი რა კითხვები ექნებათ ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყების წამომადგენლებს ჩემთან, როგორც ნათქვამი არის ეს არის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებშიც დამიბარეს მეც. ეს პროცესი არის ერთი დიდი მასკარადი, რომლის მიზანი არის კრიტიკული მედიის, რომელიც არის ხელისუფლების ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი დაშინება, დისკომფორტის შექმნა ადამიანებისთვის, რომ შემდგომ ეს ადამიანები მორალურად ჩვენ გავტყდეთ ან უბრალოდ შეგვექმნას დისკომფორტი და დავიღალოთ, ამის შემდეგ ჩვენ ვთქვათ, რომ აღარ გვინდა იმის კეთება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ბოდიში მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. ბევრი წლის წინ, როდესაც ავირჩიე ეს პროფესია, ავირჩიე იმ თავისი რისკებით და იმ სირთულეების გამო რომელიც ამ პროფესიას ახლავს თან. ბევრი წელი ვიყავი რეპორტიორი და ვმდგარვარ ფრონტის ხაზზეც, სამიზნეც ვყოფილვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირიც მიმყავდა, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ და არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია. იქ არ შემშინებია და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების, ვიღაცეების ბულინგის პოლიტიკოსების, რომლებიც მთავარი არხის ჟურნალისტებს აბულიგებენ, პარლამენტში ტუ სხვა ლოკაციებში დაზდევენ ამ ყველაფრით ჩანს მათი სახე. ჩვენ ამ ყველაფერისთვის ვართ მზად, ამის მიზანია პირველი, ყველა კრიტიკული მედიარომელიც არსებობს ქვეყანაში ტელევიზიის მფლობელის წინააღმდეგ დაიწყეს რაღაც გარკვეული ე.წ სამართლებრივი პროცედურები, ამას კანონთან და სამართალთან საერთო არაფერი არ აქვს რაც ხდება ტბ პირველის, ფორმულას და მთავარი არხის შემთხვევაში. ამ ქვეყანაში იქნება კრიტიკული მედია, რადგან არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც გვაქვს გაცნობიერებული, რომ იმისთვის, რომ ქვეყანა დიქტატურის ჭაობში არ გადაიჩეხოს აუცილებელია კრიტიკული მედიის არსებობა. შესაბამისად გავაგრძელებთ ჩვენ მუშაოაბას და რაც უფრო მეტი იქნება მატი მხრიდან, ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და გამოცდილებამ ეს ყველაფერი აჩვენა" - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
წყარო: ნიუპოსტი