რეზონანსი
05.10.2019

 

გია ყანჩელს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

ქართველ კომპოზიტორს შაბათს, 5 ოქტომბერს 14.00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 აგვისტოს გარდაიცვალა.

კომპოზიტორი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში იყო გადაყვანილი

გია ყანჩელის შემოქმედება ისეთი ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა „შერეკილები", „არაჩვეულებრივი გამოფენა," „მიმინო", „ცისფერი მთები", „როცა აყვავდა ნუში", „კავკასიური ცარცის წრე", „ხანუმა", „მეფე ლირი", „რიჩარდ III და სხვ. სწორედ მას ეკუთვნის სიმღერები: „ყვითელი ფოთლები", „ის აქ არის", „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა", „საით მიდიხარ", „ჩიტო გვრიტო" და სხვები.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×