საქართველოში ბოლოს დროს მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევები გახშირდა. საზოგადოებაში ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებენ: მშობლებსა და შვილებს შორის გაცივებულ ურთიერთობებს,საშიშ ონლაინ თამაშებს, ბულინგს და ა.შ. მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილი ლენო რამდენიმე თვის წინ მე-7 სართულიდან გადახტა, რაშიც მამა საკუთარ თავს ადანაშაულებს.
"ახლა ვთვლი, რომ შევცდი. შეუძლებელი იყო, მე მის ტელეფონში შევსულიყავი. ეს რომ მექნა, ახლა 100%-ით დარწმუნებული ვარ, ცოცხალი იქნებოდა, მან დაწერა “28 დღე სიკვდილამდე”. მე მის კომპიუტერს არ ვეხებოდი იმიტომ, რომ მისი პირადი ნივთი იყო, თორემ გავხსნიდი და მერე ერთი წამითაც აღარ დავტოვებდი მარტო. პირდაპირ ეწერა იქ, რამდენ ხანში აპირებდა სიკვდილს.
ერთხელ ძალიან ვიჩხუბეთ, ხელითაც შევეხე იმიტომ, რომ ისეთი რაღაცის დაკანონებას ცდილობდა, რაც არ არის მისაღები. მაგალითად, ღამე ქუჩაში არასრულწლოვნის ყოფნა იმ დონემდე, რომ უკვე კლუბის მეპატრონე მეგობრები მირეკავდნენ, შარში რატომ გვაგდებ, შენი შვილი არასრულწლოვანია, მოდის და აქ შემოსვლას ცდილობსო. იძულებული ხარ, ამ დროს მიხედო, მაგრამ არ მერჩივნა ეწანწალა, სადაც უნდოდა, ვიდრე თავი მოეკლა? ბევრი ვიღაც და რაღაცაა დამნაშავე, მაგრამ მთავარი დამნაშავე მე ვარ. არ ვთვლი, რომ სუსტი ვარ, უბრალოდ ჩავთვალე, რომ იმ კრიტიკულ პერიოდს გადააგორებდა. მეც მქონდა მსგავსი მიდრეკილებები, მაგრამ გადავაგორე. ჩავთვალე, მე რომ გამომივიდა, მასაც გამოუვიდოდა. ჩემს თავს შევადარე და ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. შვილზე მაგარი არაფერია, ახლა რასაც ვაკეთებ, მხოლოდ ინერცია და პასუხისმგებლობაა", - წერს გიორგი გვარჯალაძე.