რეზონანსი
05.10.2019

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავალეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში  მაქსიმალური ტემპერატურა +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო სანაპირო რაიონებში დაახლოებით +26 დან +28 გრადუსამდე. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მაქსიმალური ტემპერატურა +25-დან +27 გრადუსამდე დაფიქსირდება. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, მოიღრუბლოს.

6 და 7 ოქტომბერს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

რაც შეეხება დედაქალაქს, 7 ოქტომბერს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×