რეზონანსი
05.10.2019

 ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეებსა და მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის თანმხლებ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის რამდენიმე მონაწილე ინციდენტის დროს შეუძლოდ გახდა და მათ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

სიტუაციის გასაცნობად ჯანდაცვის სამინისტროსთან მინისტრის მოადგილე მივიდა. სიტუაცია კი მაშინ დაიძაბა, როდესაც გიორგი წოწკოლაური მედიასთან განცხადებას აკეთებდა. აქციის მონაწილეებმა მას პირდაპირი კომუნიკაციისკენ მოუწოდეს. 

აფხაზეთიდან დევნილები ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში უკვე 18 დღეა აქცია იმართება. აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ მათ სახელმწიფო საცხოვრებელი ბინებით არ უზრუნველყოფს. დევნილები ჯანდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრასაც ითხოვენ.

იმედინიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×