რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი)საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მზიმე სკანდალში ეხვევა. მას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მსხვერპლი მისი თანაშემწეა. თამთა თოდაძეს ძალადობის კვალი ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგაც ეტყობა. ძალადობას ადასტურებს ექსპერტიზაც.

დეპუტატის მიმართ გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული.

„ჯერ სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას. მერე რომ ვეცადე, გავქცეოდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად შემეხო და იძალადა" - ყვება თამთა თოდაძე. ის ამბობს, რომ დეპუტატი ამ დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.

მისი თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ სასწრაფო თვითონ გამოიძახა. მას ფსიქოლოგიური დახმარება დაუნიშნეს. ძალადობის მსხვერპლმა დახმარება პატრულს სთხოვა. იმავე დღეს ჩატარდა ჩხრეკა დეპუტატის ოფისში. ამოღებულია ინციდენტის დროს დამტვრეული კომპიუტერი და პრინტერი.

წყარო: „მთავარი არხი"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×