(რეზონანსი)ქალაქ ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ქალს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბიჭმა 30 წლამდე ასაკის ქალზე, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა.
„მამაკაცმა სამსახურში მოაკითხა, იქვე ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ გარეთ გაიყვანა და ქუჩაში, სახალხოდ სცემა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მამაკაცი ახალციხის მკვიდრი არ არის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 178-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ძარცვას გულისხმობს.
წყარო: "პრაიმტაიმი
"