რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი) „მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს.

გაბუნია „რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

ამავე საქმეზე გუშინ, 4 ოქტომბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე იყვნენ რუსთავი 2-ის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც, გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი. დღეს კი გამოკითხვაზე ნოდარ მელაძე დაიბარეს.

კიდევ უფრო ადრე, 2 ოქტომბერს თითქმის 9 საათის განმავლობაში იყო გამოკითხვაზე ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს მთავარი არხის დამფუძნებელსა და რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.

On.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×