(რეზონანსი) დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვს.
„ლამის ქვეყანა აფეთქდა, ამდენი ადამიანი დასახიჩრდა, ახალგაზრდები, ჟურნალისტები. ახლანდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ კი, იმიტომ რომ სხვებს ხელი გადააფარა, თავად „აიღო" მთელი პასუხისმგებლობა, რითაც უკვე მიადგა უდიდესი ზიანი. არ ვურჩევდი გიორგი გახარიას ამ პასუხისმგებლობით სიარულს და იქნებ ახლა მაინც დაავალოს და ჩატარდეს რეალური გამოძიება.
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა არ გასჭირვებიათ. თამარ ჩუგოშვილსაც მოუხსნან იმუნიტეტი და მისცენ პროკურატურას სრულფასოვანი მუშაობის საშუალება", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი რაც 20-21 ივნისს მოხდა, სწორედ „ქართული ოცნების" შიგნით არსებული ძალების პროვოცირებულია, რა თქმა უნდა, გარეშე ძალებთან ერთად.
შეგახსენებ, რომ „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა 100 დღიანი დუმილი დაარღვია და განცხადა, რომ "4 თვით ადრე სოფო ქაცარავამ და თამარ ჩუგოშვილმა იცოდნენ რომ ტარდებოდა ასამბლეა".