რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი) „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. მელაძეს საგამოძიებო ორგანოში ხვალ, 11:00 საათზე ელოდებიან.

პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმე ეხება ტელეკომპანია რუსთავი2-დან თანხების მითვისების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე", - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე გუშინ საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცეს გიორგი ლაფერაშვილმა და ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×