რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი) გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე ცეხში, 60 წლამდე მამაკაცი დაზგაზე მუშაობის დროს დაშავდა. ამის შესახებ ინფოპრმაციას „მოზაიკა" ავრცელებს.

მამაკაცმა მრავლობითი ჭრილობები მიიღო და ყურის ნაწილი მოეჭრა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "გორმედში" მიიყვანა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაზგის დასუფთავებისას, მამაკაცს ხელი ჩამრთველზე მოუხვდა და მრავლობითი ჭრილობები თავის არეში მიიღო.

ამ წუთებში, "გორმედის" ექიმები დაშავებულს შესაბამის სამედიცინო დახმარებას უტარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×