რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი) მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის სავერძელში სერგეი გავრილოვის დასმას მის მამას, ნუკრი მაქარაშვილს უკავშირებს.

„აქციების ერთ-ერთი ლიდერის მამამ ჩასვა გავრილოვი სავარძელშიო და მიკროფონიც იმან ჩაურთო. თმის ღერი რომ ჩამოვარდეს მამაჩემს, პირობას ვდებ მთელს ჩემს დროს და ენერგიას იმას მივუძღვნი რომ ძალიან სამაგალითოდ გაგებინოთ პასუხი", - წერს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

ნუკრი მაქარაშვილის 22 წელია საქართველოს პარლამენტში მუშაობს. მისი მოვალეობა მიკროფონოების და ხმის გამაძლიერებლების გამართულად მუშაობაა.

„ქაჯობაა, აბა სხვა რა არის ეს. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში როგორ აღმოჩნდა გავრილოვი, მიკროფონი ჩაურთო და შეიძლება სკამიც დაუდო აქციების ერთ-ერთი ლიდერის მამამ. იქნებ ეგეც მოიკითხოთ", - თქვა დღეს პრესკონფერენციის დროს ზაქარია ქუცნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×