(რეზონანსი) საგარეჯოს მომხდარი მკვლელობის და თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„კურიერის" ცნობით, თვითმხილველების განცხადებით, შოთა დარბაისელი იმ ადგილზე მივიდა, სადაც ედლარ ივანელაშვილი მუშაობდა და ახლო მანძილიდან მუცლის არეში ორჯერ ესროლა.
დაჭრილი მამაკაცი გზაში საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მომხდარის შემდეგ კი დარბაისელმა თავის არეში მიიყენა ჭრილობა, ის ადგილზე დაიღუპა.
"ერთ უბანში ცხოვრობდნენ, თოფი დაუცლია, ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე სანამ საავადმყოფოში მიიყვანეს დაიღუპა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი "კურიერთან" საუბრის დროს.
"დარბაისელს ივანელაშვილის მკვლელობის მცდელობა ადრეც ჰქონდა,ზურგიდან ეპარებოდა დანა უნდა ჩაერტყა," - აცხადებს "კურიერთან" საუბრის დროს საგარეჯოს მცხოვრები ვლადიმერ ასლანიშვილი.
მკვლელობა და თვითმკვლელობა საგარეჯოს ცენტრში დაახლოვებით ერთი საათის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.