რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი) ცოტა ხნის წინ საგარეჯოს ცენტრში 67 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მანამდე კი მან მისი ახლობელი, 70 წლის მამაკაცი მოკლა.

მოკლული მამაკაცი საგარეჯოში ხორცის რეალიზაციით იყო დაკავებული. ადგილობრივების გადმოცემით, შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი კონფლიქტი, რომელიც მალე ორმაგი ტრაგედიით დასრულდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×