რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 20 ივნისის მოვლენებს ქაჯობად მიიჩნევს. როგორც ქუნაშვილმა განაცხადა, ახლა ზუსტად სიმართლის თქმის დრო დადგა და საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა გაიგოს.

"ის რაც 20 ივნისს მოხდა მე ამას ქაჯობა ვუწოდე. იმიტომ, რომ როცა შეგიძლია გამოიყენო და ერთადერთი ინსტრუმენტი გაქვს საერთაშორისო დიპლომატია და საერთაშორისო ფორუმები საქართველოში და ამას ვერ იყენებ ეს ქაჯობაა ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ მე მარტო დავრჩე საკუტარი სინდისის წინაშე ამაზე პოზიციას არ შევცვლი. ზოგიერთი მედიიის წამომადგენელი ამას იყენებდა.

ფაქტების შეგნებულად გაყალბებით თავდაპირველად შეეცადნენ ადამიანების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და პარლამენტში მათი შეჭრა ხელისუფლების დამხობისთვის გამოეყენებინათ. როდესაც ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ შეეცადნენ ქართული საზოგადოების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და ის მიემართათ ამჯერად უკვე „რუსთავი 2-ის" დასარბევად. იმისათვის რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ისინი მსხვერპლნი, ხოლო ქართული საზოგადოება და მისი ხელისუფლება მოძალადედ და ანტიდასავლურ ძალად წარმოჩინებულიყო. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ამ ხაფანგმაც რომ არ გაჭრა, ადგნენ და პროპაგანდის მანქანის არქივი, მთავარი ინტელექტუალური პროდუქტი, გაასხვისეს, რითაც ათწლეულების მანძილზე სხვისი რესურსებით შექმნილი მორიგი მატერიალური სიკეთე მათთვის ხელმისაწვდომ ადგილზე მოახვედრეს" - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×