რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 100 დღიანი დუმილს არღვევს. იგი იმ მოვლენებს და კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა.

მისი თქმით, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის.

„მინდა გითხრათ, რატომ მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეასთან. ჩემთვის ამ ორგანიზაციაში მუშაობა და ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისათვის.

შესაბამისად 2013-2014 წლებში შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არ ვყოფილიყავით ამ ორგანიზაციაში ბატონი ზატულინის გეგმა განხორციელდებოდა და დე ფაქტო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელები გახდებოდნენ ამ ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრები.

მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ფედერაცია აქტიურად ცდილობს სეპარატისტული რეგიონების ინტეგრაციას საერთაშორისო ორგანიზაციებში და ზატულინის გეგმა ითვალისწინებდა სწორედ იმას, რომ აფხაზეთს და ოსეთს მოეპოვებინათ დამკვირვებლის უფლება. ჩვენი უშუალო ძალისხმევით ჩაიშალა ეს გეგმა და შესაბამისად არცერთ ღონისძიებაში არ მიუღიათ მონაწილეობა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ერთ-ერთმა მასპინძელმა, დეპუტატის მანდატის დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×