რეზონანსი
04.10.2019

ბამბის რიგში მომხდარი ინციდენტის მთავარი ფიგურანტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილია. მას კლუბ "იუნიქის" შესასვლელთან დაპირისპირება და შელაპარაკება დაცვის თანამშრომლებთან, მოუვიდა. 

ლევან ახვლედიანი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პოლიციის სახელით მოითხოვდა კლუბში შესვლას და ის არც დეპუტატი მამის სახელის გამოყენებასაც არ მორიდებია. მას შემდეგ რაც ახვლედიანი კლუბში არ შეუშვეს ჩხუბის მოუვიდა. პოლიციამ "იუნიქის" დაცვის წევრები დააკავა. "მთავარის" მიერ მოპოვებული კადრებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდნენ. 

ინციდენტიდან 4 მთვეზე მეტი გავიდა თუმცა პროკურატურამ იმ ადამიანების იდენტიფიცირება ვერ შეძლო , რომლებიც კადრებში ფიგურირებენ. საგამოძიებო უწყებამ დააკავა 3 თანამშრომელი, სამიდან ერთი კი ვიდეომასალაში საერთოდ არ ფიგურირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×