რეზონანსი
03.10.2019

(რეზონანსი) ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “მთავარი არხი”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტს ობსერვატორიის შენობის სახელმწიფოსთვის გადაცემასა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით ეხმიანება და წერს :

“დიახ, აბასთუმნის ობსერვატორია არ უნდა იყოს ერთი უნივერსიტეტის “საკუთრება”! ობსერვატორია, როგორც სამეცნიერო ბაზა, ყველა უმაღლეს სასწავლებელს უნდა “მოემსახუროს”! რას უპირებს ივანიშვილი ობსერვატორიას?

რას უნდა უპირებდეს, თქვე უტვინოებო, ეს ობსერვატორია მსოფლიო მნიშვნელობის არის, მსოფლიო საკუთრებაა და მსოფლიო გლობალურ ქსელშია ჩართული, რას უნდა უპირებდეს?! მართლა სამარცხვინოა ასეთი სიუჟეტების მომზადება! ეს ცილისწამებაც არ არის, ეს არის ქვეყნის მტრობა!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×