რეზონანსი
03.10.2019

(რეზონანსი)  რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში 2 მანდატური და ფსიქოლოგი დაემატა, ამ ფაქტს რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილიადასტურებს.

ხეჩიკაშვილი აცხადებს, რომ სკოლაში მოსწავლეების უსაფრთხოება დაცულია. მისივე ინფორმაციით, სურვილის შემთხვევაში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი ნებისმიერ ბავშვთან იმუშავებს.

მშობლების ნაწილი ამბობს, რომ შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ რადგან საფრთხე ამ დრომდე არსებობს. მშობლებმა დირექტორს პრობლემის მოსაგვარებლად 2 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც ხვალ იწურება. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ისინი აქციებს უკვე ორშაბათიდან განაახლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×