რეზონანსი
03.10.2019

(რეზონანსი) გიორგი ლაფერაშვილმა პროკურატურა დატოვა. მისი გამოკითხვა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

"ძალიან მოკლე კომენტარი შემიძლია გავაკეთო, გამომდინარე იქიდან, რომ დადებული მაქვს ხელწერილი გაუთქმელობაზე. თან მეცინება ამ ყველაფერზე. არაფერი ახალი და მოულოდნელი არ ყოფილა პაატა სალიას იმ ბრიფინგის შემდეგ, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ გაიმართა. გავიდა 2 თვე ამ საქმის გამოძიებიდან და პროკურატურას ტელეკომპანია "ფორმულას" გენდირექტორის და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გამოკითხვა დასჭირდა მაშინ, როდესაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ეთერში გავიდა. ეს არის ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია",-განაცხადა ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ლაფერაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×