რეზონანსი
03.10.2019

(რეზონანსი) დაკავებულია ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის, იმავე "დედ ჰასანის" ახლო ნათესავი. უსოიანის დის არასრულწლოვანი შვილიშვილი იმ 6 კაცს შორის არის, რომლებიც პოლიციას ვარკეთილში მომხდარი თვითმკვლელობის საქმეზე ჰყავს დაკავებული. სწორედ ამ ჯგუფის მიერ ტელეფონის წართმევისა და დაცინვის შემდეგ მოიკლა თავი.

როგორც ირკვევა, 16 წლის მოზარდისთვის ტელეფონის წართმევის შესახებ საქმის კურსშია დედ ჰასანის დაც, როზა უსოიანიც.

ბალოიანი ერთადერთი არ არის ასლან უსოიანის ნათესავებიდან, რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული. მათი უმეტესობა ე.წ. კანონიერი ქურდია.

უსოიანი 2013 წლის 16 იანვარს 73 წლის ასაკში მოსკოვში მოკლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×