რეზონანსი
03.10.2019

(რეზონანსი) მამუკა ხაზარაძე ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს გამოეხმაურა, რომელმაც ის დებატებში გამოიწვია:

"მაია ცქიტიშვილთან სადებატო არაფერი არ მაქვს. თუ ბიძინა ივანიშვილი გამოვა დებატებზე, სიამოვნებით დავუჯდები და ძალიან მარტივად ავუხსნი, თუ სად მიიყვანა მისმა ხელისუფულებამ 7 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტი. რაც შეეხება პროკურატურას, რომელ პროკურატურაზე საუბრობს მაია ცქიტიშვილი? ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაზე, რომელსაც დავალებები აქვს მიცემული რომ სელექციურად გახსნას საქმეები და აწარმოოს სამართალი ისე, როგორც მათ მოესურვებათ?! პროკურატურა, რომლის გენერალური პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი. მე მგონი, მაია ცქიტიშვილს, როგორც სახელმწიფო მოხელეს მაშინ უნდა ამოეღო ხმა, როდესაც გახარიას მიერ გამოგზავნილ წერილზე შეწყვიტეს გამოძიება და როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ანაბეჭდები არსებობდა. აქ არის ცალსახად მიტაცებული სახელმწიფოს სურათი და ამას ხმამაღლა ვაცხადებ", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×