რეზონანსი
03.10.2019

 (რეზონანსი) ცრუ დასმენის საქმეზე დაკავებული ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და დედა-შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურატურას პატიმრობა არ მოუთხოვია. თითქმის ოთხი საათის განმავლობაში 16 ადვოკატი მოსამართლისა და პროკურორების აცილებას ითხოვდა, თუმცა მათი შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. ნაირა ოტიაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ სახელმწიფო ბრალდებამ ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა და სააპელაციო სასამართლოს ეზოში მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება იყო უკანონო.

განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს სახელმწიფო ბრალდება. მათი თქმით, არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული ყველა ბრალის ფორმულირება. სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოგვიანებით გახდება ცნობილი დატოვებს თუ არა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ნაირა ოტიაშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს აღკვეთი ღონისძიების გარეშე, პროკურორები კი მათთვის 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×