რეზონანსი
03.10.2019

(რეზონანსი)  ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა იმართება, რომელში ალიანსის წევრი 29-ვე სახელმწიფოს წარმომადგენელი და გენერალური მდივნის მოადგილე მონაწილეობენ. დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა როუზ გოტმიოლერმა ისაუბრა იმ პრობლემებზე , რასაც რუსეთი საქართველოს უქმნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე და რუსეთს მოუწოდა გამოიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

"მოვუწოდებთ რუსეთს გამოიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები ამ რეგიონებიდან. ჩვენ შეშფოტებულები ვართ, რუსული ძალების გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში, ამიტომ ვაძლლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღაო ძალებს შორის" - განაცხადა ნატოს გენმდივნის მოადგილემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×