რეზონანსი
03.10.2019

 ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, რომელიც მის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება.

“მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ კამათზე, რაც არის ტრადიციულ ქართველობასა და ფასეულობებზე. ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ეს იყო ყოველთვის ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ვიღაცები ამბობენ, რომ სააკაშვილმა ახლა გაიღვიძა, ახლა აღმოაჩინაო… უკაცრავად, საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როცა მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა. მე ვარ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ძალიან სერიოზულ, ძირძველ ტრადიციებზე.

საქართველოში არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომელიც დასცინის ყველაფერ ქართულს, აბაიბურებს და სვეცკურად ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც სჯერა თავისი ტრადიციების და თავისი მრწამსის. ვფიქრობ, ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს, რადგან ხელში უგდებს ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და საქართველოს მტრების სხვა პირდაპირ აგენტებს. არაფერ კავშირში არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები და ღირებულებები.

ჩემ დროს აღდგა ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია, ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დაუბრუნდა პირვანდელი ქართული სახე. ამავე დროს, ჩვენ ვართ ძალიან ინოვაციურები, ბევრი იდეა გვაქვს, საინტერესო იდეები გვაქვს, გათანამედროვეობის იდეა გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებთ, მაგრამ ესაა აწმყო და მომავალი შობილი წარსულისგან და მოდით, ამაზე შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის მოდა, ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვაკეთებდი, უბრალოდ რუსულმა და მტრულმა პროპაგანდამ ყველაფერი პირიქით მოატრიალა და აქეთ შემოგვტენა ისეთი რამ, რაც უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს“ – აღნიშნავს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×